ბათუმის #1 უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, იგი უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებლის განცხადებით, საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა თბილისში, 26-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
ფოთის 61-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის წინა პროცედურები 30-40 წუთით შეფერხდა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის 70-ე ოლქში, ირაკლი ხახუბია საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, მე-9 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანი ცინცაძის ქუჩაზე მე-5 საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.
რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ დანელიამ სალხინოს 33-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა გლდანის 74-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.
„მე ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ძირკოკში №25-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More