07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 17:51:50, 1458 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის გაცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის, ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადების წესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია, თავისი არსით პოლიტიკური ინიციატივაა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკური სუბიექტები და პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

„სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის, მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, ვფიქრობთ, არაერთ კითხვას აჩენს.

წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნული და  ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ, ამ თვალსაზრისით, არსებულ, ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას - კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის ინიციატივა იქნება მომზადებული, ის საჯაროდ უნდა იყოს განხილული.

„სწორედ ამ საკონსტიტუციო პროექტში, სახალხო განხილვის პროცესში ვიქნებით არა მარტო აქტიურად ჩართულები, არამედ ძალიან აქტიურად ავამუშავებთ ამ მექანიზმს.  ეს განხილვები, სამწუხაროდ, ამ დრომდე იყო ფორმალური, ეხლა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ავამუშავებთ ისე, როგორც ეს არის საჭირო, იმისათვის რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მათ კონსტიტუციურ უფლებებს", -  განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics