ირმა ინაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც არჩევნები არ ყალბდება
„ხმა მივეცი და მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც არჩევნები არ ყალბდება, სადაც არ ხდება ის, რაც ამ წუთებში ხდება იორმუღანლოში“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.