|
2016-12-15 09:51:50, 969 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ვიზალიბერალიზაციამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი
ჩვენ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უვიზოდ გაეგზავრონ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველა საჭირო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „ჩემი აზრით, ჩვენ გადავედით უკვე ფინალურ ეტაპზე. გადაწყვეტილება ისეთ რთულ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც იყო შეჩერების მექანიზმი, უკვე მიღებულია. საბოლოო პროცედურებია გასავლელი, რომელიც შეეხება მაგალითად კენჭისყრას ევროპარლამენტში, შემდეგ ევროკავშირის საბჭოში დოკუმენტის და პროცესის დასრულება, რომელიც მთავრდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის ხელის მოწერისა და იმჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერით. შემდეგ გადაწყვეტილება ქვეყნდება ჟურნალში, რომლის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შედის ძალაში პროცედურულად ეს შეთანხმება",-აღნიშნა დოლიძემ. მისივე თქმით, თარიღს ზუსტად ვერ დაასახელებს, იქნება ეს 2017 წლის დასაწყისში, თუ ადრეულ გაზაფხულზე. "ზუსტად არ ვიცი, თარიღი იქნება ეს წლის დასაწყისი, თუ ადრეული გაზაფხული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“,-აღნიშნა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)