08:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 09:46:06, 1013 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისათვის, რომ მომავალ განვითარების გეგმებზე ვიმსჯელოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

კვირიკაშვილის თქმით, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება, სავაჭრო პარტიორი ქვეყნების პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია:

„თუ ჩვენ პროცენტულ მაჩვენებლებს შევხედავთ, და ამაზე ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და მინდა ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს იყო დაახლოებით 100%-ზე მეტი გაუფასურება, ყველა ძირითადი ვალუტის, საუბარი მაქვს, თურქული ლირაზე, ეს არის უკრაინული გრინა, რომელიც 200%-0ზე ზევით არის, რუსული რუბლი დაახლოებით 90%-ის ფარგლებშ, აზერბაიჯანული მანათი, 100%-ზე ზევით, 2012 წელზე იყო საუბარი, 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია დაახლოებით60 - 65%-მდე ფარგლებშ. ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი, თუმცა  მინდა ვთქვა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა დღეს იმყოფება, გამომდინარე ჩვენი ქვყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში, იმისათვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მომავალ, ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩენ ვდგამთ ორიენტირებულია იმისკენ, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ეს ჩვენს სამეზობლო ქვეყნებშია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics