08:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 09:53:07, 952 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ჯანსაღი თვალით შეხედონ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების პროცესს იწყებს. კვირიკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე  პროცესებს ჯანსაღი თვალით შეხედონ:

„ ეს პროცესი მარტივცი არ იქნება, მაგრამ იქნება გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჯანსაღებს, საქართველოს ჩააყენებს განვითარებული აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნების რიგში და საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება პრობლემები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. ყველა ნაბიჯი, რმოელსაც ვდგამთ აქეთკენაა მიმართული. ჩვენ გვაქვს ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ამ პროცესს შეხედოს ჯანსაღი თვალით. იცოდეს, რომ სახელმწიფო დგამს იმ ნაბიჯებს და ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. რა თქმა უნდა, ის, რაც გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯებიო, მათემატიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც არავითარ შემთხვევაში არ წავალთ! ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას და ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად აისახება ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე პოზიტიურად. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ჩამონათვალიდან თითოეული ნაბიჯი აქეთკენაა მიმართული, რომ მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება. ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუყდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას. ეს არის ყველაფერი ის, რა პროცესშიც ვიმყოფებით. ის არ იქნება მარტივი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს პროცესი არის ერთადერთი სწორი ამონახსნი იმ ამოცანისმ, რომელიც ჩვენს წინაშე დგას”,-აღნისნა კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics