სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, საგნმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ რუსეთის მიერ „გაყინული კონფლიქტის“ შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღევანდელ განცხადებას არ იცნობს, ამიტომ კონკრეტულად ამ საკითხის შეფასებაც უჭირს.
„საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინგერაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა“, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფართო ჩართულობით გადაისინჯოს და სწორედ ამისთვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას „+1“ იწყებს.
პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, მოსახლეობას „ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვის ლეგიტიმაცია არ მიუცია.
საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 1862 ხმა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, 1589.
ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანებიან და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.
"მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის საკრებულოს სიიდან 6 პირის ამოღება მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი ძალაში რჩება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში მთავრობის შენახვაზე ბევრად ნაკლები იხარჯება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობა გუნდში ჯერჯერობით არ ყოფილა და არც ახლო მომავალში იგეგმება:
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More