|
2017-01-16 21:52:42, 1707 ნახვა
პოლიტიკა
„მომხრე ვარ, დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ და არა პირიქით, ხალხს რისი გაგონება გაუხარდება“
მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ თვითონ დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ და შემდეგ ხალხი გამოგვყვება და არა პირიქით ხალხს რისი გაგონება გაუხარდება და მოდი მოვერგოთ იმ წუთის ტენდენციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასწლეულების განმავლობაში და პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველომ პირველმა შეძლო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შექმნა და მისი თქმით, ეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში მას და იმ გუნდს, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან წავიდა, კონცეპტუალური დავები ჰქონდა. „აქ არის კონცეპტუალურ მიდგომაში განსხვავება, მე ვარ მომხრე იმის, რომ ჩვენ თვითონ დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ და შემდეგ ხალხი გამოგვყვება და არა პირიქით ხალხს რისი გაგონება გაუხარდება და მოდი მოვერგოთ იმ წუთის ტენდენციას - ეს 2 სხვადასხვა რამეა. რა თქმა უნდა, ხალხია პირველი, მაგრამ ხალხი ხომ მიჰყვება იმას, ვინც არის დარწმუნებული თავის თავში, ქარიზმა ხომ არ არის გამომეტყველება სახის და როგორ გამოიყურები, ქარიზმა ეს არის როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში და როცა დარწმუნებული ხარ იდეაში, როცა რაღაცა უფრო დიდი გამოძრავებს ვიდრე იმ მომენტის მოცემულობა. ხალხი გაყვა ამას ამ სიტუაციაში, ამ ხალხთან მიმართებაში ისინი ამ მომენტში რატომ გავიდნენ, იმიტომ რომ ისინი აღარ მივიდნენ თავის ხალხთან. მათ ჩემთან კი არ წააგეს ბრძოლა, ეს იყო წაგების აღიარება, მათ წააგეს ბრძოლა პარტიის რამდენიმე ათეულ ათას აქტივისტთან. მათ თავიდანვე არ მოისურვეს აქტივისტებთან დიალოგი, ისინი რატომღაც თვლიდნენ, რომ ისინი არიან განსაკუთრებული ჯგუფი, რომელსაც ყველა უნდა მოერგოს და არა ისინი აქტივისტებთან ერთად გაყვნენ იდეას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ისინი გაბიუროკრატდნენ, ისინი მოწყდნენ ამ ხალხს, მათ დაეტყოთ, რომ სხვა მოტივაცია ჰქონდათ, ბევრ მათგანს აღარ სჯეროდა, ბევრი მათგანი დაიღალა" "მე რომ ერთი წუთით მაინც მეგრძნო რომ ამ ხალხს აღარ ვუნდივარ, მე ვერავინ ვერ დამასწრებდა იმას, რომ მე არაფერ შუში აღარ ვარ, მე გავდივარ გვერდზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, იმ პირობებში, როდესაც მე ხმა არ ამომიღია, როცა მოხდა ინიცირება იმის, რომ სააკაშვილი გავწიოთ გვერდზე მოხდა ამ ჩვენი აქტივის აღშფოთება და აქტიური რეაქცია ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი პიროვნულად მე კი არ მემხრობა, ეს ხალხი ემხრობა იდეას. პრობლემა ამ ხალხს ჰქონდა, ვინც გავიდა, ისინი გაბიუროკრატდნენ, ისინი მოწყდნენ ამ ხალხს, მათ დაეტყოთ, რომ სხვა მოტივაცია ჰქონდათ, ბევრ მათგანს აღარ სჯეროდა, ბევრი მათგანი დაიღალა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)