|
2017-01-16 14:02:33, 1288 ნახვა
პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს
სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. როგორც უგრეხელიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება სრულიად გაუგებარია . „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ძალიან გამიძნელდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება. ჩემთვის გულსატკენია, რომ საერთო იდეოლოგიის, მიზნებისა და ამოცანების მიუხედავად, მაინც დადგა განცალკევების საკითხი. ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არანაირი საფუძველი არ გამაჩნია, არ ვერთიანდები არცერთ ფრაქციაში და ვრჩები თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრები და ყოფილი თანაგუნდელები ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)