19:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 14:06:48, 1737 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კორნელი კაკაჩია: მიუხედავად მინუსებისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროდასავლური ნიშა ყოველთვის მყარი ჰქონდა

ექსპერტ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ  მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა".

როგორ კაკაჩიამ „ექსპრესნიუსს“  NDI-სკვლევის კომენტირებისას განუცხადა, ამ პარტიისადმი ზოგადად საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ბოლო პერიოდამდე  „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლურ ნიშას მაინც მყარად ინარჩუნდება, რაც  ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც ძალიან მკვეთრი  ევროატლანტიკური ხედვები აქვთ, უცხო არ უნდა ყოფილიყო:

„“ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით,“ ნაციონალურ მოძრაობას“ , მიუხედავად  მისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა ზოგადად საზოგადოებაში,  ამ სეგმენტში ამომრჩევლების,  რომლებსაც აქვთ ძალიან მყარი  ევროატლანტიკური  ხედვები,  ამ პარტიას  ერთ-ერთი პროევროპული  და პროდასავლური პარტიის ნიშა ჰქონდა აღებული .

ახლა,  პარტიის გაყოფის შემდეგ, როგორ იქნება ეს არვიცით, რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება თითოეული ეს ჯგუფი, მაგრამ მემგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მიუხედავად იმ მინუსებისა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება  ჰქონოდა, მათ ეს პროდასავლური ნიშა ყოველთვის მყარი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ ტიპის ამომრჩევლისთვის  ეს არ უნდა იყოს უცხო“,-განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

შგახსენებთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, "ნაციონალური მოძრაობაა".

გამოკითხვის თანახმად, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით) მოსახლეობის ამ შეხედულებასთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ნაციონალური მოძრაობაა" - 72%-ით, "ქართული ოცნება" - 52%, 48% - არცერთი პარტია, 54%-მა - სხვა პარტიები დაასახელა, 47%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 46% - პასუხისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics