22:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 21:41:31, 1255 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-ის საპარლამენტო სიაზე: მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან

მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაზე საუბრისას, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, წინასაარჩევნოდ "გამიჯნულებმა" არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. მისი ვარაუდით, ყრილობის არ ჩატარების მიზეზი ის იყო, რომ სიაზე სხვა კონფიგურაცია მოხდებოდა.

„მე არ ვიყავი და მე არ დამიკომპლექტებია ეს სია, აქ ისინი წინასაარჩევნოდ ხშირად იყვნენ მაგრამ სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს ყრილობის ჩატარებაზე წინასაარჩევნოდ. ეს იყო, თუ გახსოვთ, ერთ-ერთი დიდი კამათი, კამათი იმაზე კი არ იყო დიდგორზე უნდა ჩატარებულიყო ყრილობა თუ სადმე სხვაგან, კამათი იყო საერთოდ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო თუ არა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. იმიტომ რომ ალბათ თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე. სხვა კანდიდატები დადგებოდნენ და აქ იყო ჯგუფი, რომელიც თუ კარგად ნახავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეცადა თუ არა იგი ამისთვის ხელი შეეშალა ამ პროცესებისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არჩევნების წინ ამის ბერკეტი არ ჰქონდა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც იდეას. როგორც მან აღნიშნა, ის ვინც ენმ-ს აძლევდა ხმას, ხმას აძლევდა მის საქართველოში ჩამოსვლას.

„ჩვენ რომ მოგვეგო პირველი ტური, რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოგება მაინც ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მერე სულ სხვა ბერკეტები გვექნებოდა, იმიტომ რომ მე მეძლეოდა საშუალება ქვეყანაში დაბრუნების. უკვე სხვანაირად მოხდებოდა გადალაგება. საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც აძლევდა ხმას იდეას, იდეას ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის ის ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და ჩემი პროცესებში მონაწილეობის მიღების. ამგვარად თავისთავად ეს იყო ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა, მაგრამ ამაში ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, რომ ეს ჯგუფი დარჩა, ამ ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში, თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, მოხდებოდა ამ უარყოფითი მომენტების განეიტრალება,“- აცხდებს მიხეილ სააკაშვილი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics