მამუკა მდინარაძე: ყიზილაჯლოში გარკვეული შეფერხება ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების სიმრავლემ გამოიწვია
მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობამ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება გამოიწვია, თუმცა ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.