01:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 23:33:27, 1213 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ვროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის (DG-NEAR) ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონს შეხვდა. შეხვედრა ქ.ბრიუსელში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 18 იანვარს გაიმართა.

მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის პროგრამებზე ისაუბრეს. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობა. 

შეხვედრაზე მიმდინარე წლისათვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები განიხილეს. განათლება, უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის განვითარება იმ სფეროებად დასახელდა, რა მიმართულებითაც ევროკავშირი 2017 წელს პროექტების განხორციელებას გეგმავს.

ასევე, განსაკუთრებულად აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ხელშესახებ სარგებელზე ორიენტირებულ პროექტების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მაგალითების უკეთ წარმოჩენის აუცილებლობას.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ქრისტიან დანიელსონის დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წლის 31 იანვარსა და 1 თებერვალს გაიმართება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics