|
2017-01-18 20:36:08, 2001 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: არაპოპულარული ჯგუფები, საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად, დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ
„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები, საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ დაკავშირებით გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა. „წესით დღეს მე ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა გაზპრომთან მოლაპარაკებებში. არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ძალიან ღიად და ნათლად, მთელი პასუხისმგებლობით ამ მოლაპარაკებების შედეგი. ამ მოლაპარაკებებით, ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ეს არის ფაქტი, არც მეტი არც ნაკლები. სწორედ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილი“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია შედგა. „ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ მანდატით აღჭურვილებს მიგვეღო შეიძლება რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები. „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით, ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისაგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. სამწუხაროა, და ეს არ არის ახალი, თუ როგორ იყენებენ მსგავს თემებს და ამით რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ნებისმიერ თემაზე, აჟიოტაჟისა და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა, ემსახურება ერთადერთ მიზანს - მიიქციონ ყურადღება, დაიწერონ პოლიტიკური ქულები ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით. თქვენ შეიძლება არ იცით მეგობრებო, რომ ყურადღების მიქცევა და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდში დგომის მოპოვება გსურთ ბატონებო, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციეული, აბსურდული ქმედებით. იმედს ვიტოვებ, ეს ხარვეზი მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციით სულ მალე გამოსწორდება“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. „ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს და ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს, მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)