01:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 18:24:47, 1234 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის (Mariano Rajoy Brey) შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. 

გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ყურადღება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, კარგი საფუძველი არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics