2017-01-18 15:55:54, 1832 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებაა მიღებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებაა მიღებული.
„ვთვლი, რომ მიღებული იყო გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სხვა რასაც ვისმენთ მცდელობა, რომ რაღაც პოლიტიკური ელფერი შეიძინოს, ვფიქრობ, რომ ნაკლებად საინტერესოა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველო „გაზპრომისგან“ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან