"ყიზილაჯლოში ზეწოლის არანაირი ფაქტები არ ხდება და, თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა ასეთი სურათის შექმნა, ეს უპასუხისმგებლობაა",- ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გიგა ბოკერიას დრევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე "ენმ"-ს მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.