00:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 12:13:52, 1708 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს.

როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მისი თქმით, ქონება მოსამართლის ოჯახს კანონის სრული დაცვით გადაეცა. 

 „გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუ, მე ამ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად აკეთებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ვინაიდან ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით გავაკეთეთ, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და არა ერთხელ განვუმარტეთ ეს, არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომა.  ვფიქრობ, რომ განკარგულება არ უნდა გაუქმდეს. ეს არის აბსოლუტურად კანონიერად მიღებული განკარგულება, რომლის გაუქმების რაიმე სახის სამართლებრივი, პოლიტიკური საფუძველი და მექანიზმი არ არსებობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

შეგახსენებთ, ოპოზიცია საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლას და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე ახსნა-განმარტებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics