00:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 14:16:10, 1609 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი ქართულ საკომუნიკაციო ბიზნესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს  და  უცხოელ ინვესტორთა თვალში ქვეყნის იმიჯს აუარესებს.

ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

„ამ კანონით სპეცდანიშნულების სახელმწიფო ძალოვანი ორგანო ერევა ფარული კონტროლის განმახორციელებელ კერძო ოპერატორი კომპანიების ფინანსურ და სხვა სახის საქმიანობაში, ქმნის მათზე ადმინისტრაციული ზეწოლის ისეთ მექანიზმებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ საქმიანობას.  ახალი სააგენტო პირდაპირ ექცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში და მისი ოპერატიული მართვის ქვეშ.  სუსი მთლიანად ანხორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა და გათავისუფლების კონტროლს, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს, მონაწილეობს მმართველობით პროცედურებში.  ამ კანონის მიღება წარმოდგენილი სახით ზიანს მიაყენებს სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესს, ლახავს ადამიანის უფლებებს, ზრდის სახელმწიფოს ჩარევის ზომას კერძო ბიზნესში და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მიეცემა დაფიქრების შესაძლებლობა.

„ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა ოცნების ხელისუფლებამ მათივე წარსული უარყოფითი გამოცდილებიდან. სულ ბოლო მაგალითი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყვანა იყო, რომელსაც ახლა ისევ უკან აბრუნებენ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics