„ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამონაკლისი ვერ გაკეთდება“
“უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რაიმე გამონაკლისი ამ თვალსაზრისით ვერ გაკეთდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო „როსტურიზმის“ განცხადებას, სადაც ის მოუწოდებს რუსულ ტურ ოპერატორებს, ტურების გაყიდვისას რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ.