00:56 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 17:24:19, 1675 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გამოვხატეთ მზადყოფნა, წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენლები ორივე ქვეყნიდან

საქართველო–სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში–ეს ის თემებია, რომლებიც, საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა და კარენ კარაპეტიანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ–მინისტრების ძალისხმევით, საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ რეგულარული შეხვედრები მაღალ დონეზე და ასევე ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოსათვის სომხეთი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელთანაც გვაკავშირებს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მყარი ხალხთაშორისი კავშირები.

2017 წელი გამორჩეულია ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობების ისტორიაში - წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით გაგვემყარებინა ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გვეშენებინა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. მიმდინარე წლის 2 აპრილს, სომხეთში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებუნი ვართ, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდება, საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიულ  ფასეულობებთან სრულ შესაბამისობაში და იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის განვითარებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მიმოვიხილეთ, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, ასევე თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

„ბატონ პრემიერ–მინისტრს ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან, რათა მათ სრულად გამოიყენონ რეგიონალური კოოპერაციის პოტენციალი,"–აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics