საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს.
პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მთავარი საკითხი, რომელსაც წამოწევენ, საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება. ინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ის ადგილია, სადაც მსჯელობენ და ზოგჯერ კამათობენ კიდეც.
ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
მინისტრთა კაბინეტში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარები არ კეთდება. თუმცა, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ თავად ახალ შემადგენლობაში იქნება:
მინისტრთა კაბინეტში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. ეკონომიკის მინისტრი, პირველი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული:
ამწუთებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე ცოტა დრო რჩება. პარლამენტის ახალი სახეები საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი სახეები უკვე იკრიბებიან.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More