|
2017-02-28 16:20:35, 1750 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე კატარელ კოლეგას შეხვდა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა კატარელ კოლეგასთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხისთან შეხვედრა გამართა. მინისტრებმა საქართველოსა და კატარის თანამშრომლობას დადებითი შეფასება მისცეს, როგორც ორმხრივი მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით აღინიშნა 5-6 თებერვალს, კატარში საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, რომლის ფარგლებშიც დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების გზები მრავალი მიმართულებით. მინისტრებმა მიმოიხილეს ეკონომიკის სფეროში არსებული ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა საქართველოს დადებითი საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლევს, როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ სახელმწიფოებს. კატარის მხრიდან დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და იმ უსაფრთხო გარემოს, რაც მთავარ პირობას წარმოადგენს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. კატარის მხარემ გამოხატა დაინტერესება საფუძვლიანად გაეცნოს მთავრობის რეფორმების პაკეტს, მათ შორის ბიზნესის მომსახურების გაუმჯობესების და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რის წინაპირობაც კატარსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები წარმოადგენს, დადებითად შეფასდა მხარეების გადაწყვეტილება კატარსა და საქართველოს შორის ყოველდღიური ფრენების განხორციელების თაობაზე. აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. კატარის მხარე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას დოჰას ფორუმის ფარგლებში ეწვიოს კატარს. მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)