04:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 15:14:46, 1500 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

გიორგი მარგველაშვილს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდებიან.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართვს. სახელმწიფოს მეთაური ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები შეხვედრების შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის სასახლის საპატიო სტუმართა ხეივანში ხის დარგვის ცერემონიაშიც მიიღებს მონაწილეობას და მინსკში გამარჯვების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარესთან მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდება.

ქვეყნის პირველი პირი კულტურული ღონისძიებების ფარგლებში დიდი სამამულო ომის ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმს, ასევე მრავალფუნქციური კულტურულ-სპორტული კომპლექსს „მინსკ არენა" და ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს დაათვალიერებს.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ბოლოს ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად მემორიალურ კომპლექსს "დიდების ყორღანი" ყვავილების თაიგულით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში 2 მარტს დაბრუნდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics