|
2017-02-28 14:55:04, 2121 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი უვიზო მიმოსვლაზე: ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმატებას დამსახურებულად მიაღწია, რაშიც წვლილი სხვადასხვა დროს მთავრობის წევრებმა შეიტანეს. როგორც მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მიულოცა. "პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ყველას გილოცავთ უაღრესად სასიხარულო ამბავს - მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მიმოსვლა უვიზოდ რეალურად ამოქმედდება. მოგეხსენებათ, ხვალ - პირველ მარტს, ხელი მოეწერება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. პრეზიდენტის აზრით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა საბოლოო შედეგი ევროპასთან დაახლოების გზაზე. ეს არის ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული არჩევანის შეუქცევადობას და ევროკავშირის მაღალ ნდობას საქართველოსადმი, როგორც საიმედო პარტნიორისადმი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის მოქმედი ხელისუფლების კონსოლიდირებული და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი. გიორგი მარგველაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც. პრეზიდენტმა საქართველოსა და ევროპას ეს წარმატება მიულოცა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)