დავით ებრალიძე ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.