00:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 11:31:37, 525 ნახვა

საზოგადოება
მახათას მთაზე ასფალტბეტონის საფარი იგება

მახათას მთაზე მშენებარე გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ახალ გზაზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.

სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს.

„სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთან დააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის. ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics