|
2016-05-18 12:44:50, 566 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლის მაცხოვრებელმა რასულ ვალიევმა პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში“ ახალი ხეხილის ბაღი გააშენა
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ქვემო-ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის სოფელ სეიდ გოჯალოში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რასულ ვალიევი ბაღის გაშენების პროცესი. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რასულ ვალიევი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 8.47 ჰექტარზე კაკალის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 30,758.15 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 19,635.00 ლარი ნერგებზე ხოლო 11,123.15 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. მათიევ ინფორმაციით, ქვემო ქართლში: ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონებში 201 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა და კაკლი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1383.55 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.095 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)