00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 17:53:52, 612 ნახვა

საზოგადოება
ბექა მიქაუტაძე ლისის ტბის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, დღეს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მერიის ინფორმაციით, ადგილობრივებისთვის მთავარი სატკივარი დღესდღეობით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

მათ გამგებელს კონკრეტულ ადგილას სპორტული და საბავშვო მოედნის მოწყობა სთხოვეს, თუმცა ტერიტორია, რომელზეც ისინი მიუთითებდნენ, გამგებლის განმარტებით, კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ის სახელმწიფოს მიერ 2010 წელს იქნა გასხვისებული, შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ განახორციელებს.

ამავე დასახლების მაცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ. ისინი ჩივიან, რომ უმეტესად ზაფხულობით წყალი იმღვრევა და მისი მოხმარება შეუძლებელი ხდება. ბექა მიქაუტაძემ მათ განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ის კომპანია „ჯივიპის“ საქმის კურსში ჩააყენებს.

„ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კომპანია „ჯივიპისთან“ და აღნიშნულ საკითხის შესახებ მის ხელმძღვანელობას აუცილებლად ვაცნობებთ და რეაგირებას მოვითხოვთ. რაც შეეხება სათამაშო და სპორტულ მოედანს, ტერიტორია გასხვისებულია 2010 წელს და კერძო საკუთრებას ჩვენ ვერ შევეხებით, თუმცა შევეცდებით გამოვნახოთ ალტერნატიული ტერიტორია, სადაც ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, გასართობ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics