ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

" />
00:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 16:07:08, 542 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს რეგიონებში არსებულ სასაკლაოებში გაივლიან.

უწყების ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ  მომავალ ვეტერინარებს აგრარული სექტორის განვითარების სახელმწიფო ხედვა  გააცნო და  ყურადღება გაამახვილა სურსათის უვნებლობის, ევროკავშირთან დაახლოების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ პროცესებში ახალგაზრდა კადრების ჩართულობის აუცილებლობაზე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, იმართება შეხვედრები  ახალგაზრდა კადრების პროფესიული უნარების ამაღლებისა და აგრარული სპეციალობების პოპულარიზაციის მიზნით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია  შეხვედრები სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარიის სპეციალობების სტუდენტებთან.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას  აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics