ნათია გუჯაბიძე: თაღლითად რომ დავკვალიფიცირდე, სისხლის სამართლებრივი განაჩენი უნდა არსებობდეს
სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა ნათია გუჯაბიძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა. გუჯაბიძის თქმით, იმისათვის, რომ ის თაღლითად დაკვალიფიცირდეს, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც მოსამართლისვე მტკიცებით, ბუნებაში არ არსებობს.