23:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 16:20:06, 1779 ნახვა

სამართალი
აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

თიბისი ბანკის სათაო ოფისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და თიბისი ბანკის  გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრესკონფერენცია  გამართეს და საზოგადოებას ახალი  საბანკო პროდუქტი, აგრო-საინვესტიციო სესხი წარუდგინეს.

პირველად საქართველოში თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრო სექტორში ჩართულ პირებს  სოფლის მეურნეობის  განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს აგრო-საინვესტიციო  სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ "შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში ხორციელდება.

20 000  ლარიდან  600 000 აშშ დოლარამდე  საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს მრავალწლიანი  ბაღების გასაშენებლად, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით შეუძლიატ. სესხის პროცენტს ნაწილობრივ, ან სრულად სახელმწიფო საფარავს. ფერმერი კი სესხის გადახდას მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი, რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. თითოეული პროექტი, რომელიც ფინანსურ რესურსებზე უფრო მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, არის მისასალმებელი.თიბისი  ბანკს მინდა ამ ინიციატივისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.მნიშვნელოვანია საშეღავათო პერიოდი, რომელსაც  ეს კონკრეტული პროექტი ითვალისწინებს. ინდივიდუალური პროექტია, მაგრამ აქვს პროექტის სახე, რაც მნიშვნელოვანია.ძალიან კარგი წამოწყებაა",-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური  და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ფლობენ სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ  ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი  ნარგავების გაშენებით.

აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი სრულ მსხმოიარობამდე. პარალელურად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს  სოფლის მეურნეობის  სამინისტროს პროექტით "დანერგე მომავალი", სადაც ის გრანტის სახით მიიღებს ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70% და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50%-ს. სესხის აღების მსურველებმა უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკის ფილიალებს.

"ჩვენს მიერ დაანონსებული პროდუქტი უნიკალურია. ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, საშუალება ეძლევათ გრძელვადიანი დაფინანსების მიღების, რომლებიც მოხმარდება ბაღების გაშენებას. მოცულობას რაც შეეხება, ეს შეიძლება იყოს მინიმუმ 20 000 ლარიდან მაქსიმუმ 600 000 დოლარამდე. მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში  სოფლის  მეურნეობის სამინისტრო გადაიხდის პროცენტს. რაც შეეხება ბანკისთვის სესხის დაბრუნებას,  ამ შემთხვევაში ძირი თანხის დაბრუნება დაიწყება მაქსიმუმ 5 წლის თავზე",-აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

აგრო-საინვესტიციო სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია სახელწმიფო პროგრამებში-"შეღავათიანი აგროკრედიტი" და "აწარმოე საქართველოში". აღნიშნული  პროექტების ფარგლებში სოფლის  მეურნეიობის განვითარების მიზნით, თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე  320 მლნ ლარის  ოდენობის სესხი გასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics