|
2016-09-05 10:05:53, 1473 ნახვა
სამართალი
პაატა სალია "რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია "რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, დოკუმენტი ყალბია. "ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს მსგავსი შეთანხმების არსებობას ირაკლი ოქრუაშვილთან და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას. ის, რაც იყო "რუსთავი 2"-ის ეთერით ნაჩვენები, არის ყალბი დოკუმენტი,"-ამბობს პაატა სალია. შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოიპოვეს სკანდალური დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში "რუსთავი2" არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს. დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა. ოქრუაშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ის ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს. "რუსთავი 2"-ის ადვოკატებს დოკუმენტი უზენაეს სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მიაქვთ. მათი მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა აბსურდული ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)