|
2016-09-06 16:48:24, 1337 ნახვა
სამართალი
ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე საფრანგეთში ან ლონდონში ვიდავებ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ის „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოში არ იდავებს, რადგან მისივე თქმით, აქ მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. „„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მე დავას საქართველოს სასამართლოებში არ ვაპირებ. მესმის, რომ ამ თემაზე საქართველოში მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამ თემაზე ან პარიზში და ან ლონდონში ვიდავებ. ამის შესახებ ქიბარ ხალვაში შესაბამის შეტყობინებას მიიღებს. შარშან ნოემბერში მე მას გავუგზავნე ოფიციალური შეტყობინებები, სადაც ვაფრთხილებდი, რომ მისი მხრიდან ჩემთან შეუთანხმებელი მოქმედების შემთხვევაში გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუწევდა ანუ კონტრაქტში გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა - 7 მილიონი დოლარი. მას შემდეგ რაც ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-დან 50%-ს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს გადაუფორმებდა, ესაა დარღვევა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)