23:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 16:20:26, 1233 ნახვა

სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილი: კახა კალაძემ გამხადა იძულებული „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დოკუმენტი გამესაჯაროებინა

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ პირადაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გახადა იძულებული, რომ „რუსთავი 2“, - თან დაკავშირებული დოკუმენტი გაესაჯაროებინა.

„მე კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროვებას, სანამ უზენაეს სასამართლოში დავა არ დამთავრდებოდა. თუმცა, იძულებული გამხადეს, რომ დოკუმენტი გამესაჯაროებინა. მე ვაპირებდი საკითხი სხვა ტიპის ურთიერთობებით გამერკვია. ეს პიროვნება, ვინც იძულებული გამხადა, არის კახა კალაძე. ის სამი წელია, ჩემთან ურთიერთობაში ჩასაფრებული და ფეხის დამდების პოზიციიდან რაღაცნაირად მეკინკლავება თუ მებრძვის“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი განცხადებით, ილია მეტრეველის გორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება ბოლო წერტილი იყო.

„რომ არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები რა შუაშია კახა კალაძე, პატარა პრეისტორიას მოვყვები: საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნება, მინდოდა ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, ქარის ტურბინების დამონტაჟება გორში, შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მივიღე სრული იგნორირება. ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ის ხელმძღვანელობდა ამას როგორც ცეესკო-ში, ასევე სასამართლოებში, ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს გორში, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მე გამარჯვებას მივაღწიე, ეს გამარჯვება მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის ილია მეტრეველის გადაყენების პროცესს. წინასწარ იცოდა და იყო ჩემი გზავნილი ამის შესახებ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება და მკაფიო გზავნილიც მქონდა - თუ გორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ჩემს თანაგუნდელ ილია მეტრეველს გადააყენებდნენ, მე სხვა გზა აღარ დამრჩებოდა და დოკუმენტს გავასაჯაროებდი. ილია მეტრეველი გადააყენეს და წითელი ხაზი გადაკვეთეს. ჩემს ინტერესებში შედიოდა მოვლენების შემდეგნაირი განვითარება იურიდიულად: უზენაეს სასამართლოს რომ გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რითიც მიაკუთვნებდა ქიბარ ხალვაშს "რუსთავი 2"-ის წილებს, ამის შემდეგ იქნებოდა უკვე ჩემი მხრიდან პრეტენზია გაცხადებული. მე არ ვაპირებდი უზენაეს სასამართლომდე, მითუმეტეს არჩევნებამდე ამ პრეტენზიის წამოყენებას, მითუმეტეს იმიტომ, რომ არჩევნებში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა ხელისშემწყობი არც ჩემთვის და არც „ოცნებისთვის“. თუმცა, მმართველმა გუნდმა გუშინ ილია მეტრეველის გადაყენებით გააჟღერა გზავნილი, რომ ისინი ჩემთან მეგობრობას არ აპირებდნენ. საარჩევნო შეხვედრებზე ხალხს ვეუბნები, რომ ხმა „ოცნებას“ მისცენ. მეტი რა გავაკეთო მათთან მიმართებაში?“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics