პრემიერი: იმპორტი დღგ-ს გადახდისგან გათავისუფლდება, თუ ეს იმპორტი დამატებითი ღირებულების შექმნას ხმარდება
მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში – საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.