12:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 16:17:02, 1633 ნახვა

ეკონომიკა
თურქმენეთი საქართველოს გავლით ტვირთბრუნვასა და სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში გაეროს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, თურქმენ კოლეგასთან გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაეროს ეგიდით აშხაბადში ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაზე მონაწილეობის შესაძლებლობისათვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბერდიმუჰამედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევის მიღებისა და ვიზიტისათვის.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების ნაყოფიერ თანამშრომლობას სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებებით. მხარეებმა საქართველო-თურქმენეთის პარტნიორობის თვალსაზრისით, მსხვილი რეგიონული და რეგიონთაშორისი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების ერთობლივად განხორციელების  პრიორიტეტულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის" გზა" ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა  ხაზი გაუსვა, პროექტის Lapis Lazuli მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს პროექტის ფარგლებში თურქმენეთსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო მონაკვეთის ოფიციალურად გახსნა, კიდევ ერთხელ მიულოცა.

შეხვედრისას საქართველოს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისაკენ ენერგომატარებლებისა და სხვა სახის ტვირთის სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელოვანი პოტენციალი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირებისათვის, ხელშეწყობის  მზადყოფნა დაუდასტურა. თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქმენეთი საქართველოს გავლით ტვირთბრუნვასა და სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტმა, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპს გაუსვა ხაზი; გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს კასპიის ენერგომატარებლების ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების პროექტებისა და ინიციატივების განვითარებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. გიორგი მარგველაშვილმა თურქმენ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ერთობლივი ბიზნესფორუმების ჩატარებას და წარმოების შექმნას, ასევე თურქმენი მეწარმეებისა და ინვესტორების ვიზიტებს, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების შესწავლისათვის. 

საუბარი, ასევე შეეხო საქართველო-თურქმენეთის კულტურულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ასეთი ურთიერთობები განსაკუთრებით უწყობს ხელს ჩვენი ერების ურთიერთგაგებას, დაახლოებასა და მეგობრობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics