12:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 19:34:57, 1895 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, ჩვენი ეკონომიკა ეროვნული ვალუტით იყოს დაკრედიტებული

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი ეკონომიკა დაკრედიტებული იყოს ეროვნული ვალუტით და ნაკლებად იყოს დამოკიდებული ვალუტის რყევებზე“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და მისი შევსების წყაროებზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველი ორი კვარტლის მონაცემით, 10.6%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. 

ამავდროულად, მთავრობა წლის ბოლომდე ელოდება 1.6 მილიარად აშშ დოლარზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, რაც საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე მეტი იქნება და დადებითი მაჩვენებელია. ფინანთა მინისტრობის კანდიდატი, ასევე, შეეხო უცხოეთიდან ფულადი გზავნილების საკითხს, რომელიც ლარის გამყარების კიდევ ერთი მიმართულებაა. მისი თქმით, ამ კუთხით ტენდენცია დადებითია. ფულადი გზავნილები, ძირითადად, შემოდის რუსეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა მიმართულებებიდან. ბოლო სამი თვის განმავლობაში სახეზეა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, რაც ასევე, დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორ ფაქტორზე, რომელიც ასევე მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კომერციულ ბანკებში შეინიშნება სამომხმარებლო სესხების 20%-იანი ზრდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა. 

„წელს ჩვენ ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა გვაქვს და რა თქმა უნდა, შემდეგ წლებშიც აღნიშნული პოლიტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics