GWS-ის თელავის ღვინის ქარხანა 40 წლისაა. ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ ქარხნის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, მედიატური მოეწყო, სადაც სტუმრები ქარხნის ისტორიასა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.