12:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 18:13:15, 1840 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარიამ საქართველოს სატრანსპორტო–ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრა

„ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის საჰაერო ტრანზიტის მიმართულება უდიდესი პოტენციალის მატარებელია", – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სატრანზიტო ტრაფიკი დღეს საქართველოს გვერდის ავლით მიდის, უფრო მეტიც –  ქართული ტრაფიკით სხვა ჰაბებში ხვდება და სხვა სატრანზიტო მიმართულებებს ავითარებს. ამისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტის განვითარება როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთების გადაზიდვის ნაწილში. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ უკვე არსებობს პროექტი, რომელმაც სერიოზულად უნდა დააჩქაროს  ქუთაისის აეროპორტის განვითარება და შემატოს მას დამატებითი ფუნქცია ტვირთების გადაზიდვის ნაწილში", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებით, სატრანზიტო ფუნქცია ჰაერში, წყალზე და რკინიგზის საშუალებით არის ძალზედ მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. „ვფიქრობთ ეს სინერგიის ეფექტი კიდევ უფრო დააჩქარებს იმ ფუნქციას, რომელიც ლოგისტიკურ ჯაჭვში საქართველომ უნდა შეასრულოს", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში და ჰაბის ფუნქციის შესრულებაში ანაკლიის პორტს  უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გიორგი გახარიას განმარტებით,  ამ პროექტის გარეშე საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარებაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ეს ენერგიის ეფექტი არის უდიდესი ზრდის პოტენციალის მომტანი ქართული ეკონომიკისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics