დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ს ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა
EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, აღნიშნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს ჩვენი კომერციული ბანკების მეშვეობით ლარში დააფინანსოს საქართველოს ეკონომიკა, რაც მნიშვნელოვანია საკითხია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფილიპ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.