თიბისი ბანკმა პროგრამა „სტარტაპერის" ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 30-მდე დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ: მათ შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ტექნოლოგიური მიმართულება, აგროსექტორი, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროს მშენებლობა და სხვა.