2017-08-15 16:42:39, 2880 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3888 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3895 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8059 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8191 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0132 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან