23:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 15:17:59, 2751 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია

„ბოლო ორი წელიწადი ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალიან ნაყოფიერი წლები იყო. 2017 წლის მაისში მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც იყო ალბათ ერთ-ერთი უდიდესი გადადგმული ნაბიჯი როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. ის უდიდეს შესაძლებლობებს ხსნის ორივე მხარისათვის“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხად. 

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე, რომლის დროსაც მისასალმებელი მოხსენება გააკეთა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი.“მისი ინფორმაციით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო ბრუნვით რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, ჩინეთთან საქართველოს ბრუნვა 2016 წელს იყო 715 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 167 მილიონი დოლარი იყო ექსპორტი.

„ჩვენ წელსაც გვაქვს კარგი ზრდა როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. მთლიანად პირველ 6 თვეში ჩვენ გვქონდა 18 პროცენტიანი ზრდა, საიდანაც 34 პროცენტიანი ზრდა ექსპორტზე მოდის. თუმცა ეს არის რიცხვები და ამ რიცხვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ბიზნესს და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა მიიღო ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლი იხუანმა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics