2017-08-15 09:54:23, 2611 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი დღეს 2.3895 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3895 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3902 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8191 ლარი ღირს , გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8125 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0066 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან