12:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 08:33:08, 2266 ნახვა

ეკონომიკა
წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა იქნება შესაძლებელი

საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო საგადახდო ბარათების  კომპანიასთან, UnionPay International-თან (UPI), თავის ქსელში ბარათების მიღების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.  წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში შესაძლებელი იქნება UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა.

საქართველოს ბანკი ფლობს ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს 827 ბანკომატს, ხოლო ბანკის პოს ტერმინალების ქსელი 11,303 ტერმინალს ითვლის.  საქართველოს ბანკი 1997 და 1998 წლებიდან შესაბამისად,Mastercard-ის და Visa-ს წევრი ორგანიზაციაა; ასევე, 2008 წლიდან American Express®-ის, ხოლო2011 წლიდანDiners Club International-ისა და Discover-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელში ისარგებლოს UnionPay International-ის ბარათებით.შედეგად, საქართველოს ბანკი მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა საბანკო ბარათის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოში. ვფიქრობ, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში აღინიშნება ტურისტული ნაკადების საგრძნობი ზრდა და გადახდების მომსახურება კი ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „გადახდების მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ დაამატა კახა კიკნაველიძემ.

UnionPay International-ი, China UnionPay-ს შვილობილია. UPI-ს პატნიორობა აქვს 1,000-ზე მეტ დაწესებულებასთან მსოფლიოში და მისი ბარათების მიღება ხდება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. UPI ემსახურება მსოფლიოში საბანკო ბარათების მფლობელ ყველაზე დიდ რიცხვს.        

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics