|
2017-09-01 05:20:12, 2432 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით უცხოელმა ინვესტორებმა ქუთაისში საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყეს
უძრავი ქონების სექტორის საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებით საქართველო საკმაოდ მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც პოზიტიურ შედეგებშიც აისახება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მხარდაჭერით, ინდოელი ინვესტორები საქართველოში, ქალაქ ქუთაისში 1.5 მლნ ლარიან საინვესტიციო პროექტს განახორციელებენ, რომელიც შერეული ტიპის, კომერციულ/საცხოვრებელ ობიექტის აშენებას გულისხმობს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ წარმომადგენლების მხარდაჭერით, კომპანია „City Construction“ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას. პროექტისთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს აღმოჩენის შემდგომ, ინვესტორთან სააგენტოს წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ პროექტის მდებარეობის შერჩევის, სხვადასხვა ნებართვების მიღების და ინვესტირების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, რის შემდეგაც კომპანიამ „City Construction“ ქ. ქუთაისში 5 სართულიანი ობიექტის მშენებლობა დაიწყო, სადაც როგორც საოფისე, ასევე პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი ფართები იქნება წარმოდგენილი. პროექტი, რომლის მშენებლობაც 2018 წლის სექტემბერში დასრულდება, 20-მდე ადამიანს დაასაქმებს. კომპანიის დირექტორის, საურაბჰ ფაჰუჯას განცხადებით, ამჟამად კომპანია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებს იკვლევს და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს დედაქალაქშიც გეგმავს. “ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი დავინახეთ საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ტურისტების ნაკადიც საკმაოდ მზარდია. ჩვენ, როგორც უცხოელმა ინვესტორებმა, შევისწავლეთ საქართველოს ბაზარი და სწორედ სახარბიელო გარემოს აღმოჩენის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში არაერთი ინვესტიცია განვახორციელოთ და ფეხი ავუწყოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის განვითარებას.“ - აცხადებს კომპანიის „City Construction“ დირექტორი საურაბჰ ფაჰუჯა. (NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)