დავით აფციაური: ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს
ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის იმ ეტაპს მივუახლოვდით, რომელიც უკვე პრაქტიკულ მოქმედებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში მონაწილეობდა.