საქართველოს ელჩმა ეუთო-ს საბჭოს მონაწილეებს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაქო-სუფსა ნავთობსადენისა და თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, განცხადება გააკეთა.