09:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 16:13:56, 353 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: უმრავლესობა შატალოზე წავიდა, რის გამოც საშემოდგომო გამოჰყვება

უმრავლესობა შატალოზე წავიდა,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთღა.

დღეს პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მიუხედავად სამი მცდელობისა კვორუმი მაინც ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა, რის გამოც ვახტან გომელაურის გამოსვლაც გადაიდო.

ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სხომაზე მიზანმიმართულად არ მივიდა, რადგან გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლა, ხელისუფლებისთვის სრული კრახი იყო, რის გამოც მათ დღევანდელი მოსმენის გაუქმება გადაწყვიტეს.

„კვორუმი იმიტომ ვერ შედგა, რომ უმრავლესობას არ უნდოდა, უმრავლესობა სამწუხაროდ შატალოზე წავიდა და ეს იყო მათი დიდი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ აეცილებინათ თავიდან გომელაურის გამოსვლა. გუშინ პარლამენტში სუს-ის მოსმენა გაიმართა, უმრავლესობამაც და ამ სამსახურმაც სრული ფიასკო განიცადა, მოუმზადებელი და არაკომპეტენტური ანგარიში იყო. მათ უნდოდათ, რომ დღეს გომელაურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მწვავე კითხვები არ ყოფილიყო და მოიფიქრეს ასეთი სასაცილო გადაწყვეტილება, ისინი წავიდნენ შატალოზე. შეიძლება ეს უმჯობესიცაა, რადგან დღეს კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ. უმრავლესობამ შესაძლოა კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გომელაურის გამოსვლას არჩია ჩვენ დაგვეცინა. ამ შატალოს გამო უმრავლესობას სერიოზული საშემოდგომა გამოყვება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა სხდომის ჩაშლის გამო პარლამენტარების მიმართ საყვედური გამოთქვა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ის პარასკევს ქუთაისში ვეღარ ჩავა, შესაბამისად პარლამენტარები მას ვეღარ მოუსმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics